22, იანვარი 2021 16:30:00
გაგაცნობთ საქველმოქმედო ინფორმაციას. ანა აბრამიშვილს მწვავე ჰემორაგიული ინსულტის შემდეგ, თავის ტვინის ცერებრალური ანევრიზმა დაუდგინდა. განუვითარდა არტერიულ-ვენური განვითარების მანკი. აბრამიშვილი აქტიურ ცხოვრებას მოწყვეტილია, რადგან ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა ეკრძალება. იმისთვის, რომ ანა განიკურნოს, საჭიროა გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა ამერიკაში. ოპერაციისთვის 68 ათასი ამერიკული დოლარია საჭირო. დახმარების მსურველებს შეგიძლიათ თანხა ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომრებზე ჩარიცხოთ. მოქმედებს საქველმოქმედო ზარიც მაგთისა და ბილაინის აბონენტებისთვის 09 01 70 13 22.