25, იანვარი 2021 09:43:00
დღეს, საქართველოში კიდევ ერთი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 04:12 საათზე, თიანეთიდან ჩრდილო-დასავლეთით 29 კმ-ში, სოფელ ლუთხუბთან მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 3.3 მაგნიტუდას შეადგენდა.