26, იანვარი 2021 18:58:00
ბათუმის, საქალაქო სასამართლომ, ირაკლი ფანგანს, გიორაოს სახით ორი ათასი ლარი შეუფარდა. მან თანხა ორმოცი დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. ფანგანს ასევე მოუწევს დამატებითი მოთხოვნების შესრულება. კერძოდ: ეკრძალება დაზარალებულ, ირაკლი ჩავლეიშვილთან კონტაქტი და მიახლოება, აეკრძალა საზღვრის გადაკვეთაც. იგი ასევე კვირაში ერთხელ უნდა გამოცხადდეს გამომძიებელთან. ბრალდების მხარე გირაოს ოდენობას კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს. განსხვავებით გუშინდელი დღისაგან, სასამართლო პროცესზე ფანგანი აცხადებდა, რომ იგი ჩადენილ საქციელს ნანობს. საქმეზე, პროცესი, მიმდინარე წლის 16 თებერვლისთვის ჩაინიშნა.