26, იანვარი 2021 18:11:00
ა(ა)იპ „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ თანამშრომელი ადმინისტრაციის წინააღმდეგ. ლელა ჩხაიძე სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებს. როგორც განმარტავს, სამსახურიდან ისე გაუშვეს, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდა. მიაჩნია, რომ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება პოლიტიკურია, რადგან იგი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერია. მუნიციპალურ ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ჩხაიძეს ხელშეკრულების ვადა ამოეწურა. ორგანიზაციაში ასევე ირწმუნებიან, რომ ამავე მიზეზით, დაკავებული პოზიცია კიდევ 10-მდე თანამშრომელს დაატოვებინეს.