27, იანვარი 2021 10:40:00
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რეგიონში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა 65 პაციენტი, რითაც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 34 460-მდე გაიზარდა.
კლინიკა დატოვა 15-მა პაციენტმა; კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზეა ერთი პაციენტი. აჭარაში მკურნალობას კლინიკაში გადის 211 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 121, ონლაინ კლინიკაში – 317.