03, ივლისი 2017 17:06:00
საქართველოს მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტებს დღეს გამოცდის ჩაბარება ქართული ენისა და ლიტერატურაში მოუწევთ. რეგისტრაცია დილის რვა საათზე დაიწყო. ერთიანი ეროვნული გამოცდების კურატორი ბათუმში მანუჩარ ლორიას განცხადებით რეგისტრაცია 900-მა აბიტურიენტმა გაიარა, ხოლო 23 გამოცდაზე არ გამოცხადდა, ერთი კი დაგვიანების გამო არ დაიშვა. ბათუმის პარალელურად ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს ხულოს საგამოცდო ცენტრშიც. აქ რეგისტრირებული 106 აბიტურიენტიდან სესიაზე მხოლოდ ორი მათგანი არ გამოცხადდა. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას ორი დღე დაეთმობა. გამოცდა ნახევრად ელექტრონული ფორმატით ტარდება. აბიტურიენტებს დავალებების შესასრულებლად 4 საათი აქვთ.