17, თებერვალი 2021 16:59:00
ბიზნეს ოპერატორები კომენდანტის საათის ორი საათით გადაწევას და შაბათ-კვირას მუშაობის ნებართვას ითხოვენ. სპეციალური მიმართვა პრემიერ-მინისტრსა და უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს, ათმა ბიზნესაოციაციამ გაუგზავნა. ერთობლივი მიმართვა შვიდი პუნქტისგან შედგება. მოთხოვნებს შორისაა 22 თებერვლიდან მთის კურორტების გახსნა და სარესტორნო ბიზნესისთვის მუშაობის უფლების მიცემა დახურულ სივრცეებშიც. ასევე, ტრანსპორტის მუშაობის დროის გახანგრძლივება 23 საათამდე. ისინი, გიორგი გახარიასთან შეხვედრასაც ითხოვენ.