17, თებერვალი 2021 16:58:00
მომსახურების სააგენტომ, დღეიდან ყველა სახის სერვისის მიწოდება განაახლა. უკვე შესაძლებელია მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებზე გასვლა. მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, თეორიული გამოცდის რიგი ელექტრონულად დაჯავშნონ. სრულად აღდგა იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურებიც. მომხმარებლები შეძლებენ იარაღის რეგისტრაციის ნებართვის გამოცდის ჩაბარებასაც. მომსახურება, ქვეყნის მასშტაბით, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის იყო შეზღუდული .