17, თებერვალი 2021 16:45:00
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, თურქეთის მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მიმდინარე წლის იანვარში, 20 ათასი ამერიკული დოლარის ოდენობის, ყალბი კუპიურები გაასაღა . ყალბი ფული, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკვე ამოღებულია. დანაშაული, 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.