18, თებერვალი 2021 11:56:00
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ნიკა მელიას მოუწოდებს, რომ კანონს დაემორჩილოს. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი დაპატიმრება მოხდება.
„მოვუწოდებ, „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს, დაემორჩილოს კანონს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება უზრუნველყოფს კანონის აღსრულებას და მის დაპატიმრებას. მთავრობის ფორმირება დაიწყება და სრულდება კანონით გათვალისწინებულ, უმოკლეს ვადებში“ - აღნიშნა კობახიძემ.