24, თებერვალი 2021 18:30:00
ქობულეთის მესამე საჯარო სკოლაში კარანტინია. სასწავლო დაწესებულების რამდენიმე პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. სკოლა მთლიანად, სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. რესურსენტრში ირწმუებიან, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, გათავლისწინებული იყო ჯანდაცის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია. აღნიშნულ სკოლაში, ორი სხვადასხვა კლასის ერთ მოსწავლეს და ერთ მასწავლებელს, კოვიდ19, 18 თებერვალს დაუდგინა. კლასები დისტანციურ სწავლებაზე, მას შემდეგ იყვნენ გადასულნი.