25, თებერვალი 2021 21:15:00
თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ხელისფულება საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივიდა, რომ საბავშვო ბაღები კორონავირუსის პრევენციისთვის დადგენილი სტანდარტების დაკმაყოფილებას შეძლებენ. საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტა, რომ სააღმზრდელო დაწესებულებებმა მუშაობა უნდა განაახლონ. ჯანდაცვის სამინისტროს ამ მიმართულებით მკაცრი რეკომენდაციები აქვს. მომდევნო რეპორტაჟიდან გაიგებთ, რა ეკრძალებათ ბაღებს და რისი უფლება აქვთ.

ჯერ კიდევ გუშინ, არც კი სჯეროდათ, რომ მუშაობის განახლების უფლებას მისცემდნენ და კვლავ, ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებოდნენ. გაცემული რეკომენდაციების დაკმაყოფილებისთვის, რომელიც საკმაოდ დიდია, სულ რაღაც 5 დღე დარჩათ. შესაბამისად, მოსამზადებელი სამუშაოები დღეს დილიდან დაიწყეს. ფიქრობენ, რომ პირველი მარტისთვის, აღსაზრდელებს შესაბამისად დახვდებიან.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება მუციპალურ ბაღებსაც შეეხო. სამზადისი აქაც დაწყებულია. უკვე შეძენილი აქვთ როგორც ხელის, ისე ზედაპირების დასამუშავებელი სითხეები. ასევე თხევადი საპონი და თერმოსკრინინგის აპარატი.
ბათუმის ბაღების გაერთიანებაში ამბობენ, რომ 33-ვე სააღმზრდელო დაწესებულება პატარების მისაღებად მზადაა. თენგიზ აფხაზავას განმარტებით, ერთწლიანი პაუზა სწორედ მოსამზადებელი სამუშაოებისთვის გამოიყენეს. ამ ეტაპზე, ყველა დაწესებულებაში დეზინფექცია-დერატიზაცია მიმდინარეობს, რაც პარასკევს უნდა დასრულდეს.
რაც შეეხება რეკომენდაციებს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც პანდემიის პირობებში, სააღმზრდელო დაწესებულებებმა უნდა შეიმუშაონ, საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმაა. დაუშვებელია ბაღის შენობაში გარეშე პირების, მათ შორის, მშობლების შესვლა. აღსაზრდელების მიღება ადმინისტრაციის თანამშრომელმა უნდა უზრუნველყოს.
იმ შემთხვევაში, თუ კი აღსაზრდელს, თერმოსკრინინგისას, ცხელება დაუფიქსირდება, იგი მოსაცდელ სივრცეში უნდა გადაიყვანონ. აუცილებელია, რომ ტემპერატურა, ვერცხლისწყლის თერმომეტრით, 15-წუთიან შუალედში გადაუმოწმდეს. სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე ბავშვებისთვის დროებითი საიზოლაციო ოთახი უნდა გამოიყოს. უფრო ვრცლად, გაცემული რეკომენდაციები შემდეგნაირია:
რეკომენდაციების მიხედვით, ყველა საბავშვო ბაღი ვალდებულია, რომ აღსაზრდელებში, ვირუსის პრევენციული ღონისძიებებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები ჩამოაყალიბოს. ასწავლოს დაცემინება ისე, რომ სხვა არ დააზიანოს. ასწავლოს უკონტაქტო მისალმების ხერხებიც.