02, მარტი 2021 17:49:00
ოპოზიცია საკუთარ გეგმებს არც ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრების შემდეგ ცვლის. მათ, გეგმის მიხედვთ, დღეს პარლამენტის შენობის და ქუჩის პიკეტირება სცადეს, თუმცა პოლიციამ შეკრებილებს გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, შვიდი პირი დააკავეს.