02, მარტი 2021 17:18:00
აჭარის ერთპატიულ უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესია გაიხსნა. ვიდრე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავდნენ, 15 წევრიან საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა. მმართველი გუნდის წარმომადგენლემა, აქცენტი დედაქალაქში, ოპოზიციის მიერ პარლამენტის პიკეტირებაზე გააკეთეს. დეპუტატებმა ქმედებას დესტურქციული უწოდეს.
აჭარის ერთპარტიული უმაღლესი საბჭო ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეჩერების საკითხის განხილვას იწყებს. აღნიშნულზე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ორი კვირის ვადაში იმსჯელებს, რის შემდგომაც საკითხი, დასამტკიცებლად, კენჭისყრაზე გავა.
ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხზე განმარტება 15 წევრიანი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემაც გააკეთა. დავით გაბაიძემ ოპონენტებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ მოსახლეობისგან მინიჭებულ მანდატებზე უარი არ თქვან და უმაღლეს საბჭოში შევიდნენ.
მანდატების შეჩერების საკითხს ერთპარტიული უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი დეპუტატიც გამოეხმაურა. ირაკლი ჩავლეიშვილმა, განაცხადა, რომ საკითხს მხარს არ დაუჭერს, თუმცა ფაქტია, რომ მისი ხმა ახლა არაფერს ნიშნავს.
აჭარის ერთპარტიულ უმაღლეს საბჭოში, გენდერული თანასწორობისა და ეთიკის საბჭო შეიქმნება. საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული სულ, 4 საკითხი განიხილეს.