02, მარტი 2021 16:48:00
დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სამი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათი მმართველობის ქვეშ მყოფი კომპანიების მეშვეობით, 2019-2020 წლებში განახორციელეს ფიქტიური ოპერაციები, რა გზითაც შეიქმნეს ჯამში 426 ათას 352 ლარის ოდენობის ყალბი აქტივი. გამოძიების პროცესში, ზიანის ანაზღაურების სახით, სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილ იქნა 139 ათასი ლარი. აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით გამოძიება ისევ გრძელდება.