03, მარტი 2021 16:56:00
"თავისუფლება მსოფლიოში 2021" - "Freedom House-ის" ახალი ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი გაუარესდა და 60 ქულით ნაწილობრივ, თავისუფალი ქვეყნების სიაში რჩება. 2019 წელს საქართველოს 63 ქულა ჰქონდა და 2020 წელს კი 61 აქვს. ანგარიშში საუბარია არჩევნებზე, საარჩევნო სისტემასა და კოვიდშეზღუდვებზე, ასევე ნახსენებია ოლიგარქიული გავლენები. საქართველოში ტარდება კონკურენტული არჩევნები, მისი დემოკრატიული ტრაექტორია უმჯობესდებოდა 2012-13 წლებში მთავრობის ცვლილებასთან ერთად, მაგრამ ბოლო წლებსი უკან დაიხია, წერია ანგარიშში. ანგარიშის ზოგად შეფასებაში ასევე ნათქვამია, რომ ოლიგარქიული გავლენა უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის პოლიტიკურ საქმეებზე, მედია გარემოზე, მართლმსაჯულება პოლიტიზირებულია, სამოქალაქო თავისუფლებები კი არათანმიმდევრულადაა დაცული.