04, მარტი 2021 16:45:00
პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები განისაზღვრა. 2021-2022 სასწავლო წლისთვის სკოლებში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება. პირველ ეტაპზე, 15 მარტიდან , 26 მარტის ჩათვლით, სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვები. რეგისტრაციის მეორე ეტაპი 27 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა: და-ძმაც სწავლობს იმავე სკოლაში; მშობელი ან მეურვე არის იმ საჯარო სკოლის თანამშრომელი, ან ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. საყოველთაო რეგისტრაცია 13 მაისიდან დაიწყება და 5 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. მეოთხე ეტაპი 24 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით, სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც მანამდე ვერ მოახერხებენ რეგისტრციას