05, მარტი 2021 17:15:00
ბათუმის N3 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულმა თანამესაკნეს მძიმე დაზიანებები მიაყენა. ციხის თანამშრომლებმა, საკანში შესვლისას აღმოაჩინეს, რომ სამი თანამესაკნიდან, ერთ-ერთს ნ.ქ.-ს თავისა და კისრის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა. მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. პატიმარი გადარჩ, თუმცა მდგომარეობა მძიმეა. როგორც ციხის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას, საკანში, 24-საათიანი ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობა ხორციელდება და დაზიანების მიყენებამდე თანამესაკნეებს შორის რაიმე სახის კონფლიქტი არ ყოფილა, შესაბამისად, მომხდარის მიზეზი გაურკვეველია. დეტალები გამოძიებამ უნდა დაადგინოს.