05, მარტი 2021 16:59:00
საქართველოს განათლების სამინისტრომ IX კლასის ყველა საგნისა და დაწყებითი და საბაზო საფეხურების ზოგიერთი საგნისთვის, სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დაიწყო. იგი ელექტრონულ პორტალზე -grifireba.emis.ge - ზე მიმდინარეობს. შესაბამისად, ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა, გაეცნოს სახელმძღვანელოების შინაარსს და გააკეთოს შესაბამისი კომენტარი. მათ, სახელმძღვანელოების შემფასებელთა საგნობრივი ჯგუფები, სპეციალისტებთან და ექსპერტებთან ერთად განიხილავენ. რეცენზირების I ეტაპი მაისში, ხოლო II ივნისში დასრულდება. სახელმძღვანელოებისთვის გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება 2021 წლის 18 ივნისამდე იქნება მიღებული. იმ შემთხვევაში, თუ საგანში სამზე მეტი გრიფირებული სახელმძღვანელო გაივლის რეცენზირების ეტაპს, სკოლა არჩევანს რეიტინგის პირველი სამეულიდან გააკეთებს.