08, მარტი 2021 14:40:00
„ლელოს“ პოზიცია უცვლელია და ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ აპირებს. - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, საბა ბუაძემ განაცხადა.
ბუაძის განმარტებით, პარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, არ შეუქმნან საფრთხე მოლაპარაკებების პროცესს, დროულად გამოიძიონ ჩანაწერების საკითხი, დაადგინონ ავთენტურობა, რათა კითხვებს პასუხი გაეცეს. თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მოლაპარაკებების ჩაშლის საფუძველი არ უნდა გახდეს.
„ზუსტად იმიტომ, რომ არ დაემუქროს საფრთხე მოლაპარაკებების პროცესს, ადამიანი, რომელიც, დიდი ალბათობით, მონაწილეობს მრავალეპიზოდიან სისხლის სამართლის დანაშაულში, არ უნდა გახდეს მოლაპარაკებების ჩაშლის საფუძველი. ამიტომ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში ღარიბაშვილს ნუ გადააქცევენ განხეთქილების ვაშლად“, – აღნიშნა ბუაძემ.