08, მარტი 2021 17:45:00
ფარული ჩანაწერების გავრცელების შემდეგ, ოპოზიციის ნაწილი ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით, მოლაპარაკებების წინააღმდეგია. პარტიების წარმომადგენლები დიალოგის გაგრძელების აუცილებლობაზე მსჯელობენ, თუმცა, პროცესში მონაწილე ხელისუფლების მიერ წარმომადგენილ პირებზე აზრთა სხვადასხვაობაა. ლეიბორისტული პარტიის ოფისში, ოპოზიციური ლიდერები, ამ საკითხს განიხილავენ. მმართველი პარტიის ოპონენტები, მოლაპარაკებებში ღარიბაშვილის ჩანაცვლების აუცილებლობაზე საუბრობენ.