08, მარტი 2021 21:45:00
ფარული ჩანაწერების გავრცელების შემდეგ, ოპოზიციის ნაწილი, ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით, მოლაპარაკებების წინააღმდეგია და მისი ჩანაცვლების აუცილებლობაზე საუბრობენ. მმართველი პარტიის ოპონენტები, ამბობენ, რომ გავრცელებული ჩანაწერების შემდეგ, პრემიერ მინისტრს, მოლაპარაკების მაგიდასთან დარჩენის მორალური უფლება არ აქვს.
ოპოზიციისთვის მოლაპარაკების პროცესში ირაკლი ღარიბაშვილის ჩართულობა მიუღებელია. მიუხედავად ამისა, ამბობენ, რომ ხელისუფლებას დიალოგის ჩაშლის დამატებით საფუძველს არ მისცემენ. ოპონენტი ლიდერები „ქართულ ოცნებას“, მოლაპარაკებების პროცესში, ღარიბაშვილის არჩილ თალაკვაძით ჩაანაცვლევისკენ მოუწოდებენ.
პარტია „ლელო“ პოზიციას არ ცვლის და პრემიერ-მინისტრთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ აპირებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს დიალოგის პროცესში ჩართულობის მორალური უფება არ აქვს.
ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ოპოზიცია 2010 წლის ფალსიფიცირებულ ჩანაწერს მოლაპარაკების ჩასაშლელად იყენებს. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ხელისუფლება მოლაპარაკების მაგიდასთან რჩება. უმრავლესობის ლიდერი იმედოვნებს, რომ ევროსაბჭოს პრეზიდენტის მედიაციით განახლებული დიალოგი, გარკვეული შედეგით დასრულდება.
როდის და რა ფორმით გაგრძელდება მმარველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები უცნობია. ხელისუფლებას შეთანხმების მისაღწევად, სულ უფრო, ცოტა დრო რჩება.