09, მარტი 2021 11:00:00
"ნაციონალური მოძრაობა" აჭარაში საპროტესტო მსვლელობას მართავს. პარტიის მხარდამჭერები მსვლელობით ქობულეთიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტს გაივლიან, ბოლოს კი ხულოში ადგილობრივ მხარდამჭერებთან ერთად საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ. აქციის მონაწილეები ვადამდელ არჩევნებსა და ნიკა მელიას გათავისუფლებას მოითხოვენ.
ამ მსვლელობით იწყება მზადება 20 მარტს თბილისში დაგეგმილი აქციისთვის. მათი თქმით, დედაქალაქის აქციას აჭარიდან მხარდამჭერები შეუერთდებიან.