24, მარტი 2021 11:42:00
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში, კოვიდ19-ით გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 ათას 722 პირი ემსხვერპლა.
რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, ქვეყანაში კორონავირუსით 450 მოქალაქე დაინფიცირდა.