24, მარტი 2021 12:32:00
ლევან გორგაძემ, ჰარუ ბაშოზე განცდილი ზედიზედ 5 მარცხის შემდეგ, გამარჯვების გემო გაიხსენა.
მე-11 მაეგაშირა ჩიოტარიუსთან ტოჩინოშინმა ჰატაკიკომის ილეთით მოიგო. მძლავრი ტაჩიაის შემდეგ ქართველმა სეკიტორმა უპირატესობა მოიპოვა, მეტოქეს ყურადღება მავაშისკენ გადაატანინა და როცა იაპონელი დაიხარა, ლევანმა კეფაზე ზეწოლით დასცა ის დოჰიოზე.
გაზაფხულის სუპერტურნირის დასრულებამდე 4 დღეა დარჩენილი. ტოჩინოშინის ბალანსზე კი 4 გამარჯვება და 7 მარცხია, რაც იმას ნიშნავს რომ დადებითი ბალანსის მისაღწევად ქართველმა მებრძოლმა ყველა დარჩენილი შეხვედრა უნდა მოიგოს.
ხვალ, ლევან გორგაძის მეტოქე ვეტერანი ტაკარაფუჯი იქნება, რომელსაც ტურნირზე უკვე 9 წაგება აქვს.