07, ივლისი 2017 20:03:00
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა 11-12 მარტის მოვლენების დროს დაკავებული 9 პირი პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ პროცესზე 8 მოწმე დაიკითხა, მათ შორის დაზარალებულის სტატუსით აჭარის საპატრულო პოლოციის დეპარტამენტისა და მერიის თანამშრომლები, რომლებმაც აქციის შედეგად მიყენებულ ზარალზე ისაუბრეს. დაზარალებული მხარე ზარალის ანაზღაურებას იმ პირებისგან ითხოვს, რომლებსაც სასამართლო დამნაშავედ ცნობს. დღეს დაიკითხებიან ის ექსპერტებიც, რომლემბაც ჩატარებული ექსპერტიზის საფუძველზე დასკვნები წარმოადგინეს. მომდევნო სასამართლო პროცესი 20 ივნისს განახლდება.