01, აპრილი 2021 17:45:00
ქართველი აქტივისტები პოზნერს პროტესტით დახვდნენ. აქცია როგორც „რუმსთან“, ისე „ვინოტელთან“ გაიმართა, სადაც რუსი პროპაგანდისტი, თანმხლებ პირებთან ერთად, დაბინავდა და ვახშმობდა. მოქალაქეებმა, პოლიტიკოსებთან ერთად, პოზნერის საქართველოდან გაძევება მოითხოვეს. ისინი ქვეყანაში დარჩენას 3 აპრილამდე გეგმავდნენ. თუმცა, ქვეყანა, დღეს, დილით დატოვეს. ვლადიმერ პოზნერი რუსი ჟურნალისტი და პროპაგანდისტია. ის წლების განმავლობაში ამართლებდა საბჭოთა კავშირის, შემდგომში კი, რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს. მას ეკუთვნის გამონათქვამი: "აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი".