10, ივლისი 2017 14:02:00
დავით ბედინაძის სახელობის ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დასრულდა. საერთაშორისო ტურნირში საქართველოსთან ერთად თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგნელები , სულ 200 სპორტსმენი მონაწილეობდა. მსაჯთა კოლეგიამ გამარჯვებულები 14 წონით კატეგორიაში გამოავლინა. შეჯიბრში აჭარამ 6 ოქრო, 7 ვერცხლი 9 ბრინჯაო მოიპოვა. მსოფლიო ჩემპიონის დავით ბედინაძის სახელობის შეჯიბრი ბათუმში მეხუთედ გაიმართა. აჭარის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპატრამენტმა ტურნირისთვის 5 ათასი ლარი დახარჯა.