02, აპრილი 2021 11:23:00
2021 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 4.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.2 პროცენტი. - ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აქვეყნებს.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, მაჩვენებელმა 2021 წლის მარტში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.6 პროცენტით განისაზღვრა.