02, აპრილი 2021 12:11:00
კომენდანტის საათის გადაწევას რეკომენდაციას ჩვენი ცენტრი ვერ გაუწევს - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია არასტაბილურია და გაუარესების ტენდენცია აქვს.
კომენდანტის საათის დროს, მობილობის შემცირება მძლავრი იარაღია ინფექციის გავრცელების შენელების და შეზღუდვის. ჩვენ ვსაუბრობდით, როგორც მარტის შუა რიცხვებში გვქონდა ეპიდსიტუაცია, თუ ამას ასე დავიჭერდით, განიხილებოდა შემცირება საათის და გადაწევა, მაგრამ ამ ეტაპზე იცით დღევანდელი, გუშინდელი განცხადებები ევროპული ქვეყნის, სადაც პირიქით, კომენდანტის საათი დააწესეს საღამოს 6 საათიდან. ამ ეტაპზე ეს არ განიხილება. - თქვა გამყრელიძემ.