24, იანვარი 2017 08:17:00
მომღერალი, კომპოზიტორი, პოეტი და მწერალი - ხელოვანი, რომელიც ისტორიას დარჩება. ირაკლი ჩარკვიანზე ვსაუბრობთ. მეფეზე, რომელიც თავისი განსხვავებულობით და ორიგინალურობით ყველასგან გამოირჩეოდა. ლეგენდარული მუსიკოსი სპექტაკლით „აფრენ შენ“ გუშინ ბათუმში გააცოცხლეს.