07, აპრილი 2021 14:03:00
ცოტა ხნის წინ ბათუმში მშენებარე სახლის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. შემთხევა ურეხის დასახლებაში, შარაშიძის მეოთხე ჩიხში მოხდა. დაშავებული როგორც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, კლინიკაში გადაიყვანეს.
სამედიცინო დაწესებულება BMC-ში განმარტეს, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მას შესაბამისი კვლევები უტარდება.
TV25.GE მომხდარის დამატებით დეტალებს არკვევს.