07, აპრილი 2021 17:30:00
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრზე, პარტიული აქტივისტების მობილიზებას და ამომრჩეველთა აღრიცხვას მასობრივი სახე ჰქონდა. ანგარიშის თანახმად, მმართველმა პარტიამ, მეორე ტურში, უკონკურენტო არჩევნების დროსაც კი, აღნიშნული მეთოდი, კვლავ, გამოიყენა. ორგანიზაციის შეფასებით, ერთ-ერთი მთავარი მიგნება, გადასწორებული და დაუბალანსებელი შემაჯამებელი ოქმები და მათში არსებული ხარვეზებია.