09, აპრილი 2021 17:26:00
ბოლო 24 საათის განმავლობაში, დაწესებული შეზღუდვების დარღვევის ათას 509 ფაქტი გამოვლინდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ 126 ფიზიკური და ორი იურიდიული პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც კომენდატის საათი და პირბადის ტარების წესი დაარღვიეს. უწყება, მოქალაქეებს, საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გამოჩენისა და დაწესებული რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.