09, აპრილი 2021 17:29:00
კორონავირუსს, რეგიონში, კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აჭარაში, ინფიცირების კი 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 54 პაციენტი. კლინიკა დატოვა -15-მა ადამიანმა. კრიტიკულად მძიმეა ერთი ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა. აჭარის ჯანდაცვის სამინიტროს ინფორმაციით, კოვიდ კლინიკაში მკურნალობას 267 პაციენტი გადის. შეგახსენებთ, ქობულეთსა და ბათუმში ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს. ამ დროისთვის, რეგიონის მასშტაბით „ფაიზერით“ - 840, „ასტრაზენეკათი“ კი - 747 პირია აცრილი.