11, ივლისი 2017 14:02:00
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტთა მხარდამჭერი პროგრამა გრძელდება. ერთჯერადი სტიპენდიის ოდენობა უწყებაში შესული განცხადებების შემდეგ განისაზღვრება. სავარაუდოდ, თითოეული სტუდენტი 400 ლარს მიიღებს. პროგრამით საქართველოს აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში რეგისტრირებული სტუდენტები ისარგებლებენ, რომლებიც ამავდროულად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მკვიდრები არიან. პრეტენდენტებმა განცხადებებით 31 აგვისტომდე გამგეობაას უნდა მიმართოს. პროგრამას მუნიციპალიტეტი სამი წელია ახორციელებს, რომლის სემესტრული ბიუჯეტი 16 ათას 600 ლარია.