11, ივლისი 2017 14:07:00
პატიმრობის კოდექსში ცვლილებები და დამატებები ერთ-ერთია იმ საკითხებს შორის, რომელზეც დეპუტატებმა დღეს ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს. ცოტნე ანანიძის განცხადებით, ინიციატივა დახვეწას მოითხოვს. ასევე დასამუშავებელია რიგი დეტალები, მათ შორის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების კორესპოდენციაც. დეპუტატის გადაწყვეტილებით, ცვლილებებს მომდევნო რიგგარეშე სხდომაზე აღარ განიხილავენ. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც სხდომაზე არ გავა, „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივაა. ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში შესატანი ცვლილებები განიხილეს. ნინო ჩხეტიას თქმით, ცვლილებები დეპუტატების გაცდენას შეეხება. ცვლილებები ფრაქციების და კომისიების თავმჯდომარეების გაცდენების აღრიცხვას და დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღებას განსაზღვრავს. საკითხებს კენჭს მომდევნო რიგგარეშე სხდომაზე უყრიან.