12, აპრილი 2021 17:10:00
ბათუმის საქალაქო სასამართლომ, გენრი დოლიძის მიმართ, ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა, ხოლო, მუსიკოსი გიგა ნაკაშიძე 500 ლარით დააჯარიმა. ისინი, 3 აპრილს, "სირცხვილიას" ოფისთან დააკავეს. შეგახსენებთ, კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით გამართულ აქციაზე, სამი პირი დააპატიმრეს. ერთ-ერთი მათგანი, "გირჩის" წევრი, ირაკლი კუკანია, ხელწერილის საფუძველზე მალევე გაათავისუფლეს.