12, აპრილი 2021 17:24:00
აჭარაში, კორონავირუსით ინფიცირების 46 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 52 პაციენტი. კლინიკა დატოვა -17-მა ადამიანმა. კრიტიკულად მძიმეა ერთი ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა. აჭარის ჯანდაცვის სამინიტროს ინფორმაციით, კოვიდ კლინიკაში მკურნალობას 309 პაციენტი გადის. შეგახსენებთ, ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს. ამ დროისთვის, რეგიონის მასშტაბით „ფაიზერით“ - 1092, „ასტრაზენეკათი“ კი - 817 პირია აცრილი. როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, ქობულეთსა და ბათუმში, რამდენიმე, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებამ მუშაობა განაახლა. სხვადასხვა სკოლებიდან, ჯამში 14 კლასი კი, დისტანციური სწავლების რეჟიმზე რჩება.