14, აპრილი 2021 12:09:00
სარეაბილიტაციო სამუშაობის ფარგლებში, საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად, ვაჟა-ფშაველას ქუჩიდან მელიქიშვილის მიმართულებით, 15 აპრილიდან 2 თვის განმავლობაში შეიზღუდება - ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
"შესაბამისად, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები დროებით შეიცვლება. გადაადგილება შესაძლებელი იქნება გურამიშვილისა და ჩოლოყაშვილის ქუჩებით. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ბაგრატიონის ქუჩა ეტაპობრივად გადაიკეტება. ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 9 მილიონამდე ლარი გამოიყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 თვის ვადაში დასრულდება - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.