14, აპრილი 2021 17:16:00
საქართველოს პარლამენტის ექვსი წევრი პარტია „ქართულ ოცნებას“ ტოვებს. ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე გორისა და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა. მასთან ერთად, მმართველი გუნდის რიგებიდან მიდიან: ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაუშვილი, შალვა კერესელიძე.ისინი დღეიდან გიორგი გახარიას გუნდის წევრებად მოიაზრებიან. წასულმა დეპუტატებმა დღეს პარლამენტში სკამებიც შეიცვალეს და ადგილი ოპოზიციის ნაწილში დაიკავეს.