15, აპრილი 2021 16:54:00
ბათუმში აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე „ ერთიანი ნაციონალური მოძრააობის“ ოფისი დააზიანეს. ჩამტვრეულია შესასვლელი კარი. შემთხვევის ადგილზე კრმინალური პოლიცია იმყოფებოდა. შშს-ს ინფორმაცით, მომხდარზე გამოძიება სსკ 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ოპოზიციური პარტიის ოფისზე თავდასხმა განხორციელდა.