15, აპრილი 2021 19:33:00
ბათუმში, აფთიაქი "ფარმა სახლი" გაქურდეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით, აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა. ფარმაცევტის განმარტებით, ბოროტმოქმედმა, კარის დაზიანებით ობიექტში შეაღწია და 200 ლარამდე თანხა მოიპარა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ფაქტზე გამოძიება, სსკ 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო.