15, აპრილი 2021 17:33:00
დღეის მდგომარეობით, აჭარაში, კორონავირუსი 36 ათას 594-მა პაციენტმა დაამარცხა. გამოჯანმრთელებულია 28 ახალი პირი, ხოლო კლინიკა დატოვა 14-მა მოქალაქემ. რაც შეეხება ინფიცირების სტატისტიკას, გამოვლინდა 103 ახალი შემთხვევა. მართვით სუნთქვაზეა 8 ადამიანი. რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, დღეის მდგომარეობით , კოვიდ 19-ზე აჭარაში სულ 2ათას 281 მოქალაქეა აცრილი. მათგან ფაიზერით ათას 344, ხოლო 937 ასტრაზენეკათი.