16, აპრილი 2021 09:52:00
შუახევში გუშინ ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად 14 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. დაიწვა 3 საცხოვრებელი სახლი. შემთხვევა სოფელ ბარათაულში მოხდა. ხანძარს 20-მდე პირუტყვიც ემსხვერპლა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. ამ ეტაპზე უცნობია ზარალის ოდენობა.