16, აპრილი 2021 17:30:00
"გირჩი" პარლამენტში შედის და პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას საკანონმდებლო ორგანოში აპირებს. ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა. ოპოზიციურმა პარტიამ გადაწყვეტილება დანარჩენი ოპოზიციისგან დამოუკიდებლად მიიღო. საკანონმდებლო ორგანოში მისვლას ისინი ორშაბათს აპირებენ.