16, აპრილი 2021 21:09:00
სკოლა „ნიკე“ - საუკეთესო განათლების მისაღებად საჭირო ყველა პირობა. საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ახალგაზრდა მასწავლებელთა მოტივირებული და რაც მთავარია, გამოცდილი გუნდია. ნიკეში სწავლის დროს, მოზარდი დამოუკიდებლობას, კულტურულ ჩვევებს, ლოგიკურ აზროვნებასა და კომუნიკაციის უნარს შეიძენს. თუ გსურთ, თქვენი შვილები მოსწავლეზე სრულად ორიენტირებულ პედაგოგებს ჩააბაროთ, მაშინ ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის 102ა-ში უნდა მიხვიდეთ.
ახალი და თანამედროვე ოთხსართულიანი შენობა, სპორტული მოედნებითა და ლაბორატორიებით, ხელოვნების კაბინეტებითა და თავისუფალი სივრცის ოთახით; საკლასო ოთახებში მოსწავლეთა მცირე რაოდენობა, ინდივიდუალური მიდგომა და სწავლების ინოვაციური მეთოდები - ეს არასრული ჩამონათვალია იმ პირობებისა, რასაც სკოლა „ნიკე“ მოსწავლეებს სთავაზობს. საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ფუნქციონირებს შემოქმედებითი წრეებიც. სკოლას მრავალფეროვანი ბიბლიოთეკაც აქვს.
აქ სწავლის დროს, მოზარდები, ლოგიკურ აზროვნებასა და კომუნიკაციის უნარს შეიძენენ, რაც მათ სამომავლოდ, საზოგადოებაში სათანადო ადგილის დამკვიდრებაში დაეხმარებათ. საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ჩამოყალიბებულია ახალგაზრდა მასწავლებელთა კრეტიული და შემოქმედებითი გუნდი. „ნიკეში“ ყველა პედაგოგს, უპირობოდ უყვარს მოსწავლე.
სკოლა, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მათემატიკისა და უცხო ენების გაძლიერებულ სწავლებას. ჯგუფები დაყოფილია დონეების მიხედვით. ინგლისური ენის შესწავლა მიმდინარეობს კემბრიჯის პროგრამით. „ნიკეში“ აქცენტირდებიან ინტელექტუალური ცოდნის გაღრმავებაზეც. მოსწავლეები, მსოფლიო ლიტერატურას, ეთიკასა და მითოლოგიას ეცნობიან.
სკოლის ტერიტორია შემოსაზღვრულია. მიმდინარეობს ვიდეო კონტროლი. ფუნქციონირებს საზაფხულო ბაღი, სადაც მოზარდებს, გაკვეთილები ღია სივრცეში უტარდებათ. ეცნობიან ბუნებას, სწავლობს მის მოვლასა და სიყვარულს.
საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სწავლის პროცესი 10 საათზე იწყება. სრულდება 17 საათსა და 30 წუთზე. სწავლის ღირებულებას, სურვილის შემთხვევაში, კვებისა და ტრანსპორტირების საფასურიც დაემატება.