19, აპრილი 2021 17:20:00
ღია ტურნირი ქართულ ნარდში. ღონისძიება 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 44 პირი მონაწილეობდა. დღეს, შეჯიბრის გამარჯვებულები დააჯილდოვეს. სიგელები და ფასიანი სჩუქრები პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულებს გადაეცათ. ტურნირი სამ კატეგორიას მოიცავდა: ქალების, კაცებისა და შერეულ გუნდებს. ღონისძიების ორგანიზატორი აჭარის ვეტერანთა სპორტის ფედერაციაა.