19, აპრილი 2021 17:22:00
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პროჯორჯიას“ აბონენტთა ნაწილს.
ქობულეთში - 12:00-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ხუცუბანს,ჭახათს,ქაქუთს,გვარასა და მიმდებარე სოფლებს.ასევე ქუჩებს: თავისუფლების,რუსთაველის,მემედ აბაშიძისა და მიმდებარე ქუჩებს.
ქედაში - 11:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ახოს,ხარაულას,აბუქეთას,კვაშტას,ვაიოს,სიხალიძეებს,მერისსა და მიმდებარე სოფლებს.ასევე დაბა ქედის ნაწილს.
ხულოში - 12:00-დან 16:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ხიხაძირს,თხილვანას,ბაკოს,კალოთას,ოშანახევსა და მიმდებარე სოფლებს.
აბონენტთა ენერგო მომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.