12, ივლისი 2017 17:03:00
ბათუმი summer 2017“ - ფესტივალი დღეს იწყება. საღამოს 8 საათზე ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან ვაჟთა ვოკალური ანსამბლი „იბერიონი“ და სტუდია „ანდამატი“ წარსდგება მაყურებლის წინაშე. ფესტივალის ფარგლებში ყოველდღიურად, 31 აგვისტოს ჩათვლით რამდენიმე ლოკაციაზე ფოლკლორული, ვოკალური და ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლები კონცერტებს გამართავენ. ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ბენდებიც. ბათუმი „summer 2017“ -ს ორგანიზებას აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო უწევს და მასში ყველა მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრები არიან ჩართულები.